აშშ

ცნობილი პირები ბაიდენს ისრაელსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გასართობი ინდუსტრიის 55-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ჯო ბაიდენისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც ისინი აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელსა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ხელმომწერებს შორის არიან ხოაკინ ფენიქსი, ქეით ბლანშეტი, ჯონ სტიუარტი, კრისტენ სტიუარტი, მარკ რუფალო, სანდრა ო, ჯესიკა ჩესტეინი და რამი იუსეფი.

"თქვენს ადმინისტრაციას და მსოფლიოს ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, პატივი სცენ წმინდა მიწაზე ყველა მცხოვრებთა სიცოცხლეს. მოგიწოდებთ, ხელი შეუწყოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას - დასრულდეს ღაზის დაბომბვა და მძევლები უსაფრთხოდ გათავისუფლდნენ". - ნათქვამია წერილში.

განცხადება, რომელიც ორგანიზაცია Artists 4 Ceasefire-მა გაავრცელა, გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის, ჯეიმს ელდერის კომენტარსაც შეიცავს. ელდერი ხაზს უსვამს ისრაელის საჰაერო თავდასხმებისა და ბლოკადის შედეგად ღაზის მოსახლეობისადმი მიყენებულ ზიანს.

"ჰუმანიტარულმა ვითარებამ სასიკვდილო დონემდე მიაღწია, თუმცა ყველა ცნობა თავდასხმების გაგრძელებას მიუთითებს. თანაგრძნობა და საერთაშორისო სამართალი - აი ეს უნდა ჭარბობდეს". - აღნიშნავს ელდერი.

კომენტარები