აშშ-ჩინეთი

აშშ-ს ტექნოლოგიური შეზღუდვების საპასუხოდ, ჩინეთმა გრაფიტზე საექსპორტო კონტროლი გააძლიერა

ავტომობილების ელემენტები BMW ქარხანაში Dingolfing, Germany. Krisztian Bocsi/Bloomberg

აშშ-ს მიერ ჩინური კომპანიებისთვის ტექნოლოგიების მყიდვის აკრძალვის პასუხად, პეკინმა, ელექტრო ავტომობილების წარმოებაში უმნიშვნელოვანესი ნედლეულის, გრაფიტის ექსპორტზე კონტროლი გააძლიერა

"ჩინეთმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გრაფიტის უმსხვილესი მიმწოდებელია, საექსპორტო პროცესში დამატებითი ნებართვა დააწესა". – ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

საექსპორტო კონტროლი, რომელიც ჩინეთის განცხადებით, ნაციონალური უსაფრთხოებითაა განპირობებული, პეკინმა, ვაშინგტონის მიერ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვის საპასუხოდ დააწესა. თავიანთ განცხადებაში, ჩინური მხარე ასევე ხაზს უსვამს მათ წამყვან როლს მსოფლიო ბაზრის გრაფიტის ნედლეულით მომარაგებაში. აშშ-ს გეოლოგიური მონიტორინგის წლიური ანგარის მიხედვით, 2022 წელს მსოფლიო ბაზრის 65%-ს ჩინური წარმოშობის მინერალი შეადგენდა.

აშშ-მ 2023 წლის ივლისში ჩინური კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიყიდვა შეზღუდა

კომენტარები