ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AP: არსებობს მტკიცებულებები, რომ ჰამასმა ჩრდილოეთ კორეული იარაღი გამოიყენა

AP Photo/ Alon Bernstein

AP-ის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმისას ჩრდილოეთ კორეული იარაღი გამოიყენა. ტერორისტების მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან და ისრაელის ხელში ჩავარდნილი იარაღებიდან ირკვევა, რომ ჰამასი შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებდა. 

სამხრეთ კორეული სამხედრო დაზვერვის და AP-ს ანალიტიკოსების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჰამასის მებრძოლები იყენებდნენ ჩრდილოეთ კორეულ F-7-ის ტიპის ჭურვებს. აღნიშნული ჭურვები გამოსადეგია ჯავშნიანი მანქანების გასანადგურებლად შეტაკებებში. F-7-ის ტიპის ჭურვების და მისი სატყორცნი სისტემების გამოყენება ასევე დაფიქსირებულია სირიაში, ერაყში, ლიბანში და ღაზის სექტორში. სავარაუდოდ, იარაღით არალეგალური ვაჭრობა ერთ-ერთი გზაა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამების დასაფინანსებლად. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები