ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს

პროპალესტინელების დემონსტრაცია კაპიტოლიუმში

აშშ-ში პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა კაპიტოლიუმის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე ასეული ადამიანი ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა.

დემონსტრანტები ნაწილი შევიდა კაპიტოლიუმის ქენონის როტონდაში, სადაც რამდენიმე მათგანი პოლიციამ დააკავა.

შეკრებილთა შორის არიან დემონსტრანტები, რომლებიც დაკავშირებული არიან ანტიისრაელურ მოძრაოებებთან. ეს მოძრაოებებია ახლა არა და ებრაელების ხმა მშვიდობისთვის.

"შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე". - ყვიროდნენ დემონსტრანტები.

კაპიტოლიუმის პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ "კონგრესის შენობებში დემონსტრაციები იკრძალება" და აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, შეეჩერებინათ პროტესტი ამ შენობაში. როდესაც ისინი ბრძანებას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. დაკავებულია რამდენიმე მათგანი.

კაპიტოლიუმის პოლიციამ გამოაცხადა, რომ შენობისკენ მიმავალ გზებს გადაკეტავდნენ, რათა დემონსტრანტების უსაფრთხოება დაეცვათ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები