საქართველო-უნგრეთი

კალაძე ორბანზე: ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ

არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.

რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებს, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ -  საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ.

ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ.

თბილისის მერი კახა კალაძე უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე.

კომენტარები