რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გასულ 24 საათში ჩამოვაგდეთ СУ-25, რაკეტა და 6 დრონი

Moscow Times

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით გასულ 24 საათში განადგურებულია 6 შაჰედის ტიპის დრონი, რაკეტა და ავიგამანადგურებელი Су-25.

განვლილი ერთი კვირის განმავლობაში ეს რიგით მესამე ავიაგამანადგურებელია, რომელიც უკრაინელება ჩამოაგდეს. უკანასკნელი დონეცკის ოლქის თავზეა განადგურებული.

ირანული წარმოების 6 რუსული დრონი საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში ჩამოაგდო. დრონის ნამსხვრევები დაეცა პორტის მახლობლად, განადგურებულია რამდენიმე კერძო ნავი, ასევე დაზიანებული ნაოსნობის სკოლის შენობა.

საჰაერო თავდაცვამ ასევე ჩამოაგდო X-59 ტიპის რაკეტა, რომელიც ხერსონის ოკუპირებული ოლქიდან ბომბდამშენ Cу-34-მა გაისროლა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავს. 

კომენტარები