არჩევნები პოლონეთში

დუდა: არჩევნების შედეგებს მშვიდად ველოდებით, დემოკრატია პოლონეთში სტაბილურია

ანდჟეი დუდა პოლონეთის არმიის დღეზე, 2023 წლის 15 აგვისტო.
prezydent.pl

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდას თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ ელოდება საბოლოო შედეგებს, რადგან ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. ამის შესახებ დუდამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გავრცელებულ პირველ კომენტარში ისაუბრა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ყველა არჩევნებია არის ტესტი, თუ რამდენად მომწიფებული ვართ როგორც საზოგადოება, რომელსაც თავად შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქმეებს დამოუკიდებლად ვუმკლავდებით. გმადლობთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და მადლობა მათ, ვინც მიიღეთ მონაწილეობა რეფერენდუმში". - თქვა დუდამ.

ამავდროულად დუდამ აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან, რადგან დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. მისი ვარაუდით,  არჩევნების საბოლოო შედეგები ხვალ, შუადღის საათებში გახდება ცნობილი.

"მსგავსი აქტივობით, ამ არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ჩვენ მშვიდად ველოდებით. დემოკრატია პოლონეთში სტაბილურია. მადლიერი ვარ, რომ არსებობს საზოგადოების ხმა. ეს სურვილი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება. ვულოცავ მათ, ვინც გაიმარჯვა, მთელი გულით ვულოცავ ახალ დეპუტატებსა და სენატორებს". - თქვა დუდამ.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 55.5% - დაახლოებით 10 მილიონი ხმა.

აქედან 37.97% მმართველმა პარტიამ - კანონმა და სამართლიანობამ მიიღო, 28.19% - დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ, 14.38% - მესამე ძალამ, 8.22% - ახალმა მემარცხენეებმა, ხოლო 7.3% - კონფედერაციამ. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ეს ხუთი პოლიტიკური ძალა გადალახავს ბარიერს.

მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა დიდი ალბათობით კოალიციას შექმნის მესამე გზასთან და ახალ მემარცხენეებთან.  ულტრამემარჯვენე კონფედერაცია კი, მოქმედი მმართველი გუნდის თანამოაზრედ მიიჩნევა.

პოლონეთი ისტორიული არჩევნების მოლოდინში

კომენტარები