ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი მოკლული ბავშვების ფოტოებს ავრცელებს

REUTERS/Ronen Zvulun

ისრაელის მთავრობამ ჰამასის ტერორისტული თავდასხმების შედეგად დახოცილი ბავშვების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰამასის მიერ დახოცილი ბავშვებისა და სამოქალაქო პირების ფოტოები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თელ-ავივში ვიზიტისას აჩვენეს. 

ზოგიერთი ფოტო ასევე გაავრცელა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter), თუმცა აღნიშნული პოსტი უკვე წაშლილია.

"ეს ყველაზე მძიმე ფოტოა, რაც ოდესმე გაგვივრცელებია. ამას, როდესაც ვწერთ, ვკანკალებთ. ჩვენ ვყოყმანობდით, გამოგვექვეყნებინა თუ არა ეს ფოტოები, მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ეს მოხდა" - წერია ისრაელის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter). 

როგორც ნეთანიაჰუს, ისე ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებული ფოტოები შეიცავს გაფრთხილებას მასალის სიმძიმის შესახებ და მკითხველებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გახსნან აღნიშნული ფოტოები. 

კომენტარები