საქართველო-აშშ

"ბაიდენმა ზურაბიშვილს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა" – პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

"აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ახალი ელჩის კომენტარს ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - თქვა რობინ დანიგანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით.

კომენტარები