დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საფრანგეთის პოლიციამ ორი ებრაელი დეპუტატი დაცვის ქვეშ მოათავსა

საფრანგეთის პარლამენტი
Reuters

საფრანგეთში ანტისემიტურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების ზრდის ფონზე, პოლიციამ ორი ებრაელი დეპუტატი, იაელ ბრაუნ-პივე და მეიერ ჰაბიბი თავისი დაცვის ქვეშ მოათავსა. 

დეპუტატების პოლიციის დაცვის ქვეშ მოთავსების მიზეზი მათი ბოლოდროინდელი პრო-ისრაელური განცხადებები გახდა. 

"ჩვენ ვესწრებით პოგრომების დაბრუნებას". – ასე შეაფასა დეპუტატმა ჰაბიბიმ ჰამასის მოულოდნელი თავდასხმა ისრაელზე.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმამენმა ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან დაფიქსირდა 100 ანტისემიტური დანაშაული, ძირითადად სვასტიკის გრაფიტები და ებრაელთა მიმართ მუქარის შემცველი წარწერები, თუმცა იყო ასევე შემთხვევები, როცა სკოლებსა და სინაგოგებში დანების შეტანა სცადეს.

კომენტარები