დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აშშ-მ ვეტო დაადო ღაზის სექტორთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას

აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოზე ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნები გახსნასა და საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას.

რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი, შეიცავდა ჰამასის კრიტიკას და მასში ნახსენები იყო "ჰამასის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულები". თუმცა, აშშ-ის მუდმივმა ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ ბრაზილიის მიერ დაწერილი რეზოლუცია მიუღებელია, რადგან მასში ნახსენები არ არის ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. 

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა გაერთიანებულმა სამეფომ, რომლის წარმომადგენლის მიხედვით, ტექსტი არ შეიცავდა ჰამასის მიერ მშვიდობიანი პალესტინელების ცოცხალ ფარად გამოყენებას. 

აქამდე, 17 ოქტომბერს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის მიერ ღაზის სექტორთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციას. 

რეზოლუციის ტექსტი მოითხოვდა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, დახმარების ხელმისაწვდომობას და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, გაბონმა, მოზამბიკმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ხოლო წინააღმდეგი იყო საფრანგეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. 

იმისთვის, რომ რეზოლუცია დამტკიცდეს, საჭიროა მინიმუმ 9 ხმა, ხოლო არცერთი მუდმივი წევრი წინააღმდეგი არ უნდა იყოს. 

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ რეზოლუცია იგნორს უკეთებს ჰამასის მიერ ტერორისტული აქტების მსხვერპლებს. 

"ჰამასის დაგმობის გარეშე, რუსეთი ხელს აფარებს ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც სასტიკად ეპყრობა უდანაშაულო ადამიანებს. ეს აღმაშფოთებელი, ფარისევლური და გაუმართლებელია. ჩვენ არ შეიძლება, მივცეთ უფლება ამ საბჭოს, რომ ბრალი უსამართლოდ გადაიტანოს ისრაელზე და მიუტევოს ჰამასს ათწლეულების მანძილზე ჩადენილი სისასტიკე". – თქვა თომას-გრინგილდმა.

ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები