რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით უკრაინამ ბელგოროდზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

УНИАН 

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 ოქტომბრის ღამით დრონებით შეტევა მოიგერიეს.

"ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი". – წერს ტელეგრამის არხში გლადკოვი.

გუბერნატორის თქმით მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ადამიანი – კაცი, რომელიც კომაშია და ქალი, რომელიც ქვედა კიდურების მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ეჭვი აქვთ, რომ ნანგრევების ქვეშ არასრულწლოვანია მოყოლილი. ადგილზე მუშაობენ მაშველები.

მოგვიანებით გუბერნატორის განცხადება დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

კომენტარები