ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ მივა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ელი კოენი მინისტერიალზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მიიწვია.

"იმ დროს, როდესაც ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალურ ტერორიზმს, როდესაც მსოფლიო ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის". - უთხრა The Times of Israel-ს უწყების წარმომადგენელმა.

ამავე წყაროს ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებთან ტელეფონით საუბარს გააგრძელებს.

კომენტარები