ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში

EURO 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება, EURO 2032 კი იტალიასა და თურქეთში

2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, 2032 წელს კი ტურნირი იტალიასა და თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია UEFA-მ გაავრცელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს გამარჯვება და მასპინძლობა მიულოცა.

ფეხბურთში მომდევნო, რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება და მას გერმანია უმასპინძლებს.

კომენტარები