ძლიერი ქარი

"ხეები წაიქცა, მანქანები დაზიანდა" – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ძლიერმა ქარმა ყველაზე დიდი პრობლემები ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა. კალაძის განცხადებით, წაიქცა ხეები და დაზიანდა მანქანები.

"დღეს საღამოს თბილისში ძალიან ძლიერი ქარი იყო, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად, ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა. ხეების წაქცევის შემთხვევა იყო, რამაც კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა განაპირობა - დაზიანდა მანქანები. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, გამგეობები, გამგეობების თანამშრომლები - ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს". - თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

თბილისის მერიის ცნობით, 9 ოქტომბერს თბილისში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. უწყების განცხადებით, ხეების წაქცევამ რამდენიმე ადგილზე ელექტროსადენები და მანქანები დააზიანა. 

კომენტარები