ძლიერი ქარი

მარიჯანის ქუჩაზე კორპუსის კედელი ჩამოიშალა, დაზიანებულია მანქანები

fb/ჩემი ქალაქი მკლავს

ძლიერი ქარის შედეგად მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოიშალა და შენობასთან მდგარი ავტომობილები დააზიანა.

ტაბულას ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა.

დედაქალაქში ქარმა არაერთ ქუჩაზე შექმნა პრობლემები. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები