ძლიერი ქარი

ძლიერმა ქარმა სენაკსა და ოზურგეთში შენობები დააზიანა

ჩემი ქალაქი მკლავს

ძლიერი ქარის შედეგად ოზურგეთში 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. შენობას ქარმა სახურავი ახადა. 

ასევე, ქარმა დააზიანა საერთო საცხოვრებელი სენაკში. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი. არცერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 


იქამდე, ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ძლიერი ქარია ბათუმშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარიდან ათობით შეტყობინებაა შესული ძლიერი ქარის გამო დაზიანების შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.

კომენტარები