რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ზამთარში რეკორდულად დიდი რაოდენობის დრონებს გამოიყენებს - უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონების რეკორდულ რაოდენობას გამოიყენებს.

"შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რეკორდული რაოდენობის Shahed-ის ტიპის დრონები იქნება." - თქვა იგნატმა.

იგნატის თქმით, მხოლოდ სექტემბერში მტერმა უკრაინაში 500-ზე მეტი დრონი გამოიყენა. მისივე თქმით, 2022-23 წლის ზამთარში, გათბობის სეზონზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჯამში 1 000 დრონი გამოიყენა.

უკრაინული მხარის ვარაუდით, მომავალ ზამთარშიც რუსეთი დაბომბავს ისეთ ობიექტებს, რომლებიც უკრაინას გათბობისთვის კრიტიკულად სჭირდება, მათ შორის საწვავის და ენერგეტიკის სექტორის საწარმოებს, სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას.

კომენტარები