დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბერბოკი: საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისრაელს ტერორისგან თავის დაცვის უფლება აქვს

თავდასხმები და ძალადობა კვლავ გრძელდება ისრაელში. ამ ტერორმა ათასობით უდანაშაულო ადამიანი დააზიანა. არაფერი ამართლებს ჰამასის ქმედებებს, სარაკეტო სროლებსა და თავდასხმებს . მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის გატაცების ამსახველი სასტიკი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ჰამასის მებრძოლებმა გაიტაცეს მოხუცი ქალები და დედა ბავშვებთან ერთად. რაც ხდება საშინელებაა და არღვევს ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობას. ჰამასის ტერორი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარში უდგას ისრაელს, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად თავდაცვის სრული უფლება აქვს.

ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. გერმანიამ სოლიდარობის ნიშნად ბრანდენბურგის კარიბჭე ისრაელის დროშის ფერებში გაანათა.

ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები