დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელზე ჰამასის ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250–მდე გაიზარდა

აშკელონი, სამხრეთ ისრაელი, 2023 წლის 7 ოქტომბერი
AHMAD GHARABLI / AFP

ისრაელზე ჰამასის ტერორისტული ჯგუფის მასიური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია ინფორმაციას სამედიცინო ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამასთან, სულ მცირე 1450 ადამიანი დაიჭრა, ბევრი მათგანი კი მძიმედაა. 

ვარაუდობენ, რომ ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები მძევლად აიყვანეს, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებენ.  

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. 800-ზე მეტი კი დაიჭრა. ტერორისტების ხელში კვლავ რჩებიან მძევლები.

მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები