დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ზელენსკი: ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც მხარი დაუჭირა ისრაელზე თავდასხმას

შემაძრწუნებელი ამბავი ისრაელიდან. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ტერორისტული თავდასხმისას ნათესავები და ახლობლები დაკარგა. ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობა აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან.

არსად არასდროს არ უნდა დავუშვათ ტერორიზმი, რადგან ის ყოველთვის დანაშაულია, არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ან მსხვერპლის მიმართ, არამედ ზოგადად კაცობრიობის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ.

ვინც იყენებს ტერორიზმს, ჩადის დანაშაულს მსოფლიოს წინააღმდეგ. ვინც აფინანსებს ტერორიზმს, ჩადის დანაშაულს მსოფლიოს წინააღმდეგ. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა ტერორიზმმა ვერ შეძლოს ნებისმიერ მომენტში სიცოცხლის მოსპობა ან მისი დამორჩილება.

ისრაელის თავდაცვის უფლება უდავოა.

ამ ტერორისტული თავდასხმის ირგვლივ ყველა დეტალი უნდა იყოს გამჟღავნებული, რათა მსოფლიომ იცოდეს და პასუხი აგოს ყველამ, ვინც მხარი დაუჭირა და დაეხმარა თავდასხმას.

უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც რჩება რისკის ზონაში, ყურადღებით უნდა დაემორჩილოს ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების ყველა ბრძანებას და იყოს ფხიზლად. გთხოვთ ფრთხილად იყავით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო ისრაელში მზად არიან გაგიწიონ დაეხმარება ნებისმიერ სიტუაციაში.

ისრაელში უკრაინელების მხარდასაჭერად ჩვენ შევქმენით ოპერატიული შტაბი. თუ დახმარება გჭირდებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს დიპლომატიურ ან საკონსულო ოფისს ნებისმიერი მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გზით.

ყოველი სიცოცხლე ღირებულია! ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შესახებ.

კომენტარები