დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის ელჩი საქართველოში: ოჯახებს თავშესაფრებში უწევთ გაქცევა

მასობრივი სარაკეტო იერიში ისრაელზე, რომელიც ამ დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა მიიტანა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები უნდა იკრიბებოდნენ, სიმხათ თორას აღნიშნავდნენ და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფრებში გაქცევა უწევთ.

წერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი Facebook-ზე.

დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყო. ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელმა სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

კომენტარები