რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გერმანია უკრაინისთვის დამატებით პატრიოტის სარაკეტო სისტემის გადაცემაზე მუშაობს

ზელენსკი და შოლცი
GETTY IMAGES

გერმანია მუშაობს, რომ უკრაინას მომდევნო თვეებში პატრიოტების საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

5 ოქტომბერს პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა.

“მადლობელი ვარ გერმანიის მიერ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დაცვის  მხარდაჭერისთვის. ეს ევროპისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაცაა”- წერს პრეზიდენტი. 

გასულ თვეში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის გადაცემა დააანონსა, რომლის მოცულობაც 400 მილიონი ევროა.
 

კომენტარები