მე მინდა ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა - რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ? რა მოუტანა საქართველოს თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან? ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე, რომ ამაზეც დუმხართ და ჩვენი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, დასაცავად, არაფერ განცხადებას, არაფერ ქმედებას არ აკეთებთ. გეკითხებით, ამის ასე გატარებას აპირებთ? ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ანექსიის პროცესს იწყებს რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზის გახსნით ოჩამჩირეში. რას პასუხობთ შეგიძლიათ გვითხრათ?
tbl.ge/6jb7
დაკოპირდა
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_square_md/public/photos/2023/09/vash2.jpeg.jpg?itok=T00M0dRs)
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიმართავს ხელისუფლებას ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებაზე.
ამავე თემაზე
- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს
- მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო Вкусно - и точка-ს დირექტორის განცხადებით უკმაყოფილოა
- ბჟანიას თქმით, რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ
- რას ითხოვს ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან?