რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bild: გერმანია უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას ამ ეტაპზე არ აპირებს

გერმანია უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ამ ეტაპზე არ აპირებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild გერმანელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან Taurus-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე დისკუსიის დროს, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს კონკრეტული შეშფოთება იმის შესახებ, რომ რაკეტების გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა, ქერჩის ხიდი გერმანული იარაღის გამოყენებით განადგურდეს.

ამავდროულად, როგორც Bild წერს, გასულ კვირაში, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს დახურულ შეხვედრაზე უთხრა, რომ Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხის შედარება ვერ მოხდება ფრანგული წარმოების SCALP-ისა და ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებთან, რადგან ამ ქვეყნებს გერმანიისგან განსხვავებით, სარაკეტო სამიზნეების გეოლოგიური მონაცემების უკრაინისთვის მიწოდებაში საკუთარი პერსონალი ჰყავთ ჩართული.

კიევი ბერლინისგან Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემას რამდენიმე თვეა ითხოვს. რაკეტები უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საშუალებას მისცემს. ოფიციალურმა კი არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე მხოლოდ ვაშინგტონთან შეთანხმებით იმუშავებს.

4 ოქტომბერს, გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ცნობა, რომ გერმანია უკრაინისთვის დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას გეგმავს, რათა კიევმა მარცვლეულის ტვირთების რუსული თავდასხმისგან დაცვა შეძლოს.

გასულ თვეში კი გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის გადაცემა დააანონსა, რომლის მოცულობაც 400 მილიონი ევროა.

კომენტარები