სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა: მივიღე გადაწყვეტილება, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალო

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო ჩემი საცხოვრებელი ადგილი დროებით. ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად, საქართველოში სხვა რეგიონში გადავალ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით მომიწევს ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იმიტომ, რომ ეს უკვე იყო წითელი ხაზი ჩემთვის. ან ამ ადამიანებთან უნდა შევიდე ფიზიკურ დაპირისპირებაში, ან ასევე, ვცდილობ, სახლში მქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, იმიტომ რომ ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის უკვე არ არის უსაფრთხო. ამ საკითხზე ვფიქრობ და აი, ამ დროში, სანამ მოვალ აზრზე, რომ გადავიტანო ეს ყველაფერი, ვფიქრობ, კვლავ ადგილის შეცვლას, მაგრამ ეს ჩემთვის რთულია სწავლებასთან და სამსახურთან ერთად, მაგრამ ისევ მიწევს საქმის გვერდზე გადადება და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ფიქრი.

თქვა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ფორმულას ეთერში, მას შემდეგ, რაც მისი საცხოვრებელი ბინის კარზე უცნობმა პირებმა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო - ჯვარი, ხოლო კედელზე - რუსეთის დროშა დახატეს.

კომენტარები