ფულადი გზავნილები

სებ: აშშ-დან გადმორიცხული ფულადი გზავნილები ზრდას მაღალი ტემპით განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ოქტომბრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14.1%-ით დაიკლო და 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.0%-ით 29.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

სებ-ის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით განაგრძობს გზა - ჯამში გზავნილების ოდენობა 37.6%-ით არის გაზრდილი. 

ამასთანავე წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებიც.

რაც შეეხება რუსეთიდან გზავნილებს, ფულადი გადმორიცხვები აგვისტოში წლიურად 46%-ით შემცირდა. ასევე დაიკლო ყირგიზეთიდან (63.9%-ით) და აზერბაიჯანიდან (20.2%) გადმორიცხულმა თანხებმაც. მცირედით არის შემცირებული ფულადი გზავნილების ოდენობა თურქეთიდანაც.

კომენტარები