საქართველო-რუსეთი

ბოკერია: მარიონეტული რეჟიმები რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მორყევის ინსტრუმენტია

ოკუპირებული ტერიტორიები, ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები არის ინსტრუმენტი პუტინის რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის სარყევად და თუკი ხელსაყრელი მომენტი იქნა მათთვის, შედგომი ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის. ჩვენ, დღეს საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ვმოქმედებდეთ ზეაქტიურად: NATO-ში გაწევრიანებისთვის, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რო გამოვრიცხოთ ან არსებითად შევამციროთ ამ პლაცდარმიდან ჩვენზე თავდასხმის შანსი და სწორ მომენტში აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში ვერ მოხდება. ახლა, ჩვენ უფრო ღრმად ვხდებით იზოლაციაში დასავლეთისგან და ეს ჩვენ მტერს ამ რეჟიმების გამოყენებით აგრესიის შესაძლებლობას უზრდის. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ ლიდერებს შეხვდა.

კომენტარები