ხათუნა სამნიძე

სამნიძე: მე რომ მოვაწყო აქცია და ჯვრის ფორმის კონსტრუქცია აღვმართო, როგორ მოიქცევით?

მე მინდა გთხოვოთ, რომ მაგალითი მოგვიყვანოთ, რა შემთხვევაში მოხდება თქვენ მიერ ინიცირებული მუხლის ცვლილების ამოქმედება. მაგალითად, ჩვენ პარლამენტის წინ გვაქვს ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დადასტურებული პასუხი მაქვს მერიისგან, რომ მას არ აქვს ნებართვა, ამ კონსტრუქციის აღმართვას, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებს ამასთან დაკავშირებით საქალაქო სამსახური.

მინდა გკითხოთ, მე რომ მოვაწყო აქცია და გადავწყვიტო, რომ ჯვრის კონსტრუქცია აღვმართო ამ ჯვრის ფორმის კონსტრუქციის გვერდით, როგორ მოიქცევით ამ კონკრეტული ცვლილების შესაბამისად? ამ კონკრეტულ ვითარებაში რა ხდება? თუ შეეზარდა ეს ჯვრის ფორმის კონსტრუქცია უკვე ჩვენი პარლამენტის ფასადს და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის? თუ შეიძლება მითხრათ, მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვაწყობ აქციას, ვდგამ ჯვრის ფორმის კონსტრუქციას, როგორ იქცევით?

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის განხილვისას.

კომენტარები