უკრაინა-ევროკავშირი

შესაძლოა, უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდეს – მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუსას ისაუბრა

"უკრაინა შეიძლება მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს, თუ ორივე მხარე საშინაო დავალებას შეასრულებს.

უკრაინამ და ევროკავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატებმა აქტიურად და სტაბილურად უნდა გაატარონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები". - თქვა მიშელმა.

ამასთან, გერმანულ გამოცემასთან შარლ მიშელს არ უსაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აკმაყოფილებს უკრაინა ამჟამად ევროკავშირის წევრობის სტანდარტებს.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. შეხვედრა უნიკალური იყო, ვინაიდან პირველად ჩატარდა ომში ჩართულ ქვეყანაში და მას ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები დაესწრნენ.

შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა იქნება.  

კომენტარები