უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი: ფიცომ მითხრა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ახლახან ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და ორივე მხარე ამით დაინტერესებულია. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მზადაა თავისი გამოცდილება გაგვიზიაროს.

მე პრემიერმინისტრი კიევში ვიზიტზე მოვიწვიე და მადლობა გადავუხადე ბრატისლავაში მიწვევისთვის. ასევე განვიხილეთ უახლოეს მომავალში პირადი შეხვედრის შესაძლებლობა. ამის დაგეგმვაზე ჩვენი გუნდები იმუშავებენ.

დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

კომენტარები