მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ექსპრეზიდენტი დააკავა

azatutyan.am

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ექსპრეზიდენტი, არკადი გუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ არუთინუანი და პარლამენტის სპიკერი, დავიდ იშხანიანი დააკავა. დაკავებული ექსპრეზიდენტები ბაქოში გადაიყვანეს. დანარჩენმა სამმა ექსპრეზიდენტმა კი მთიანი ყარაბაღი მშვიდობიანად დატოვა და სომხეთში გადავიდა. 

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ საბოლოოს მოიპოვა კონტროლი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, ყარაბაღი თითქმის 120 000-მა სომეხმა დატოვა. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ დღეებში ასევე დააკავა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული არმიის მეთაური ლევონ მნაცაკანიანი. 

კომენტარები