ე.წ. გადატრიალების საქმე

ბოკერია სუს-ზე: რეჟიმი თავს აიდენტიფიცირებს იანუკოვიჩთან, მილოშევიჩთან და შევარდნაძესთან

სუს-ის განცხადება ემსახურება იმას, რასაც დიდი ხანია უკვე ვხედავთ. ეს არის დასავლეთის დემონიზება, არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნის შიში და ეს ბოდვა და სიცრუე, ვითომ ესენი გვიცავენ ამ ყველაფრისგან. რასაც დამატებითი ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოებამ არის ის, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს თავს რეჟიმი. თვითონ ჩამოთვალეს მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც უარი თქვა არჩევნებში მარცხის აღიარებაზე და ამას მოჰყვა გამოსვლები, შევარდნაძის კორუმპირებული და რუსეთის მიერ ინფილტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა და იანუკოვიჩი, რომელმაც ღიად თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს ამბობს, არ უნდა ასოცირება ევროპასთან, ანუ ღალატი გამოაცხადა და ამას მოჰყვა გამოსვლები. მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენ, პირდაპირ გვეუბნებიან და არ დავუშვებთ თქვენ პროტესტს, როდესაც ჩვენ მათსავით მოვიქცევითო. აქედან უნდა გააკეთოს საზოგადოებამ დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა ეს რეჟიმი დემოკრატიულად შეიცვალოს, სანამ სულ მარტო დაგვტოვა, დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის პირისპირ და დიდი მსხვერპლი არ დაგვიჯდა სახელმწიფოებრიობის დაცვა. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, USAID-ის დაფინანსებით, საქართველოში სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წარმომადგენლები ახალგაზრდებს რევოლუციისთვის ამზადებენ. 

კომენტარები