აშშ-უკრაინა

ბაიდენი: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინას ამერიკის მხარდაჭერა შეუწყდეს

ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოდის, 2023 წელი
ABCNews

ჯო ბაიდენის თქმით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შეწყდეს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ხელი მოაწერა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტს, რომელშიც უკრაინისთვის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის სრული უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, ამ ეტაპზე შესაბამისი დაფინანსება არ არის ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ  უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერის შეწყვეტა. მე მოლოდინი მაქვს, რომ სპიკერი გააგრძელებს თავისი ვალდებულების შესრულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის გაცემას". - თქვა ბაიდენმა.

დროებითი ბიუჯეტის მიღების შემდეგ, რომელიც მთავრობას ფუნქციონირების საშუალებას 47 დღის განმავლობაში მისცემს და რომელიც არ მოიცავს უკრაინის დახმარებას, სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება უკრაინისადმი სენატის ლიდერების იშვიათი ორპარტიული განცხადებით.

"უახლოეს კვირებში ჩვენ ველით, რომ სენატი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და მდგრად უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ზრუნვას". - ვკითხულობთ სენატორების წერილში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დაამტკიცა კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის დახურვის თავიდან აცილებას.

კომენტარები