ფეხბურთი

ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ფსიქოლოგმა მისი შეჩერება შეძლო

ფრანგული ნიცას ახალგაზრდა ნახევარმცველი, ალექსის ბეკა ბეკა ქალაქ ნიცაში, იტალიისკენ მიმავალ ერთ-ერთ მაგისტრალზე ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

ფრანგი ფეხბურთელის შეჩერებას რამდენიმე საათის განმავლობაში კლუბის ფსიქოლოგი ცდილობდა, პარალელურად კი ოპერაციაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მეხანძრეები და სამხედროები იყვნენ ჩართულნი.

გამოცემა BFM-ის ცნობით, ფეხბურთელმა გზატკეცილზე მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ბარიერზე აძვრა. ხიდის სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრია. პოლიციამ პიროვნების ვინაობის დადგენა ავტომობილის ნომრით შეძლო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი რომანტიკული ურთიერთობის დასრულებას მოჰყვა.

კომენტარები