ე.წ. გადატრიალების საქმე

"გადატრიალების საქმეზე" სუს-ში სერბეთის მოქალაქეები დაიბარეს

"გადატრიალების საქმეზე" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სერბეთის სამი მოქალაქე დაიბარეს - ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები ორგანიზაცია კანვასის წევრები არიან.


ორგანიზაცია კანვასის დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის განცხადებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი შეადგენს.

კომენტარები