დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში "რობინ ჰუდის ხის" მოჭრისთვის 16 წლის ბიჭი დააკავეს

PA MEDIA

ნორთუმბრიაში, ადრიანეს კედელთან მდებარე, რობინ ჰუდის ხის სახელით ცნობილი მთის ნეკერჩხალი 28 სექტემბრის ღამეს მოჭრეს.

ნორთუმბრიის პოლიციის თქმით, საქმესთან დაკავშირებით 16 წლის ბიჭია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, თინეიჯერი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

1991 წელს ხე ცნობილ ფილმში - რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული - გამოჩნდა. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კევინ კოსტნერი ასრულებს. სწორედ მას შემდეგ შეერქვა ნეკერჩხალს რობინ ჰუდის ხე.

2016 წელს Woodland Trust-ის ორგანიზებულ შეჯიბრში ადრიანეს კედელთან მდებარე ნეკერჩხალი წლის ხედაც დაასახელეს.

კომენტარები