პოლონეთის კათოლიკური ეკლესია

პოლონეთში კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურები სექსსკანდალში გაეხვნენ

GETTY IMAGES

პოლონური გაზეთის, Gazeta Wyborcza-ს ცნობით, კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურები სექსსკანდალში გაეხვნენ

მედიის ცნობით ინციდენტი სამხრეთ პოლონეთში, კრაკოვთან მდებარე ქალაქ დაბროვა გორნიცაში, ადგილობრივი მრევლის სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა, სადაც მღვდელმსახურებმა სექსმუშაკი კაცი გამოიძახეს.

გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ სექსმუშაკმა გონება დაკარგა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. თუმცა ადგილზე მოგვიანებით მისულ ექიმებს კარი არ გაუღეს, მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს.

"ჩვენ ვიძიებთ იმ გარემოებას, რაც ადამიანისთვის დახმარების არ აღმოჩენის შემთხვევაში სიკვდილის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის საფრთხეს ქმნის. დანაშაული კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა პოლონეთის სოსნოვიეცის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა.

შიდა გამოძიებას პოლონეთის კათოლიკე ეკლესიაც აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაში ჩართული ზოგიერთ სასულიერო პირს მღვდელმსახურება უკვე შეუჩერეს.

კომენტარები