აქციაზე დაკავებულები

2 ივნისს აქციაზე დაკავებულები სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

სოფო გელავა

დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო 5 პირი, რომლებიც 2 ივნისს, აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც თეთრი ფურცლები და პრემიერ ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერები მიიტანეს, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო ნოდარ სიხარულიძე კი ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.


პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლისას დააკავეს.   

2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის გამო დააკავეს.

გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

კომენტარები