ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
"როგორც კი დააპირა, რომ კიდევ ერთხელ გაეშალა კარავი, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ გაურკვევლობასა და ჩოჩქოლში დააკავეს და გაიყვანეს ადგილიდან". - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მთავარ არხთან ინტერვიუში.
ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა, უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მე-5 დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან კარვის გაშლას ცდილობს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
განახლება - შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.