საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე GDI-ს თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს.

"საქართველოს პარლამენტთთან სხვა უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზეა გადაყვანილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ედუარდი და სხვა დაკავებული უფლებადამცველები". - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ასევე, ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

კომენტარები