რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოგდებულ რუსულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილებია აღმოჩენილი

ჩამოგდებულ რუსულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. ინფორმაციას გამოცემა The Guardian საიდუმლო ანგარიშის საფუძველზე ავრცელებს, რომელიც ოფიციალურმა კიევმა G7-ის ქვეყნებს აგვისტოში გადასცა.

ანგარიშის მიხედვით უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განვლილი 3 თვის განმავლობაში 600-ზე მეტი Shahed-131 და Shahed-136 დრონი ჩამოაგდეს.

Shahed-131-ის ტიპის დრონის ნამსხვრევებში ჯამში 52 ევროპაში წარმოებული სათადარიგო ნაწილი აღმოაჩინეს, ხოლო Shahed-136-შ 57 დეტალი.

უკრაინულმა მხარემ 5 ევროპული მწარმოებელი ქვეყანა დაასახელა: 

  • გერმანული კომპანიები Ti Automotive Gmbh და International Rectifier
  • შვეიცარიული კომპანიები STMicroelectronics და U-box
  • ნიდერლანდური კომპანია NXP Semiconductor

2022 წლიდან რუსულ შეიარაღებაზე აყვანილი შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონები ირანში იწარმოება. ანგარიშის მიხედვით ირანში ევროპული ნაწილები მესამე ქვეყნების - თურქეთის, ინდოეთისა და ყაზახეთის გავლით ხვდება.

2023 წელს რუსეთმა თავად წამოიწყო შაჰიდების წარმოება, თუმცა ბრიტანული დაზვერვის ცნობით წარმოება მაინც ირანიდან მოწოდებულ სათადარიგო ნაწილებზეა დამოკიდებული.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს კამიკაძე დრონების საშუალებით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები