რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი სუდანის ლიდერს რუსული გასამხედროებული დაჯგუფებების შესახებ ესაუბრა

AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სუდანის სუვერენული საბჭოს ლიდერს, აბდელ ფატაჰ ალ-ბუჰრანს ირლანდიაში, შანონის აეროპორტში შეხვდა.

უკრაინისა და სუდანის ლიდერებმა რუსეთიდან დაფინანსებულ გასამხედროებულ ჯგუფებზე ისაუბრეს. რუსეთიდან დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი უკრაინაშიც და სუდანშიც მოქმედებს. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონკრეტულად რუსეთის მიერ დაფინანსებულ შეიარაღებულ ჯგუფებზე" - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე.

ზელენსკიმ სუდანის ლიდერს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც სუდენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 

კომენტარები