ეძგვერაძეზე თავდასხმა

ზარნაძე ეძგვერაძეზე: ქალაქიდან ვარ გასული, შემიძლია მივიდე, ცხოვრებაში არ მიჩხუბია

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძე ტელეკომპანია ფორმულასთან ამბობს, რომ ქალაქიდან არის გასული და არ აქვს ინფორმაცია ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაზე.

"Პიროვნულად მასთან ვის რა პრობლემა აქვს მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გაუგონარი ამბავია, რას ამბობთ, რომ ცემეს ახლა ირაკლი. ქალაქიდან გასული ვარ, წავკისში ვარ, შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ, რა ცემა. ცხოვრებაში არ მიჩხუბია". - თქვა ზარნაძემ.

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

კომენტარები