ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით ეხმაურება ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს და წერს, რომ დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
Პარტიის თქმით, თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
"ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.
მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. "სამართალდამცავებმა" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება". - წერია განცხადებაში.
22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.