"მეგობრული და ნეიტრალური ქვეყნების" საკრედიტო ორგანიზაციებსა და ბროკერებს რუსეთის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის უფლება ექნებათ. სახელმწიფოების სიის დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, მიხეილ მიშუსტინი აწერს.
სიაში 30-ზე მეტი ქვეყანაა, მათ შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ალჟირი, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კატარი, ჩინეთი, კუბა, მალაიზია, მაროკო, მონღოლეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი, სამხერთ აფრიკის რესპუბლიკა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად 44 ქვეყნის დაშვება იგეგმებოდა, მათ შორის, საქართველოსა და ყაზახეთის, თუმცა, მოგვიანებით სია 32 ქვეყნამდე შემცირდა.
"საქართველო სიაში იმიტომ არ არის, რომ თითქოს არამეგობრულია, ამავდროულად მეგობრულიცაა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს "იმეგობრებს" თუ არა მომავალშიც რუსეთის ფედერაციასთან, ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში შევა თუ არა ამ სიაში". - თქვა საფინანსო სკოლის დამფუძნებელმა, ანდრეი პლოტნიკოვმა გამოცემა BFM-თან.