საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია

რაც შეეხება საქართველოს. მიუხედავად ცნობილი უთანხმოებებისა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებას პრაგმატიზმისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ვცდილობთ. იმ მდიდარი, პოზიტიური, შესანიშნავი და ღირსშესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში გვქონდა.

ევროკავშირის წარმომადგენელთა უხეში მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსის თავსმოხვევის, ანტირუსული სანქციების დაწესებისა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესების დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟის სასარგებლოდ მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავაც რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის - ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის - წამყვან მიმწოდებლად.

ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენი ხალხების შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისათვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები, ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებს.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

კომენტარები