რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

იერიშის შედეგად დაზიანებული შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობა
Mash

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

მას გარდა, ოკუპირებული ყირიმის ადგილობრივი მედიებიც ავრცელებენ ცნობას, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა იერიში მიიტანეს.

როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ქალაქის თავზე შეინიშნება შავი კვამლი.

ტელეგრამ-არხმა Mash на волне-მ გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, დაზიანებული შტაბის ამსახველი პირველი კადრები.

რაზვოჟაევის მტკიცებით, რაკეტის ანასხლეტები ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.

რაზვოჟაევი წერს, რომ მოსალოდნელია განმეორებითი თავდასხმაც და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები.

ჯერჯერობით, არ არის ინფორმაცია ზიანის, დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ. იერიშთან დაკავშირებით უკრაინას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

აქამდე გავრცელდა ცნობა, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში სამი აფეთქების ხმა გაისმა. საუბარი იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გააქტიურებაზეც.

კომენტარები