რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, კრასნოდარსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, მეორე კი კრასნოდარის ოლქთან ახლოს.

რუსეთი გასულ დღეს ასევე ავრცელებდა ცნობას, რომ უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს. როგორც ირწმუნებოდნენ, ჩამოაგდეს 22 უპილოტო საფრენი აპარატი. მათი მტკიცებით, 19 დრონი ოკუპირებული ყირიმისა და შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, თითო-თითო კი - კურსკის, ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქების ტერიტორიაზე.

გასულ დღეებში უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად, სოჭის ადლერის რაიონში მდებარე აეროპორტის მახლობლად განთავსებულ ნავთობის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები