მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღში დაღუპულ რუს სამშვიდობოებს შორის იყო კაპიტანი ივან კოგოვი

20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპულ რუს სამშვიდობოებს შორის არის ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე 1-ელი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი.

ამის შესახებ ცნობა СеверПост-მა და სანქტ-პეტერბურგის მეზღვაურთა კლუბმა გაავრცელა.

კოვგანი ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილეც იყო.

მეზღვაურთა კლუბის ინფორმაციით, კოვგანი ტარაბაღში სამხედრო თანამდებობაზე 2 თვის წინ დანიშნეს, ხოლო სევერპოსტის ცნობით, ყარაბაღის სარდლობაში 11 მაისიდან იყო.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, სროლას 4 სამხედრო ემსხვერპლა.

გუშინ, 20 სექტემბერს გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად ყარაბაღში მათი სამშვიდობო კონტინგენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ავტომობილში მსხდომი სამხედროები დაიღუპნენ.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დააკავეს აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებმაც რუსულ კონტინგენტს სავარაუდოდ ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაურეკა და შემთხვევის გამო ბოდიში მოუხადა. დაღუპულთა შვილებს ის მატერიალურ დახმარებას დაჰპირდა.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები